კულტურა
საკმარისად ფართოა ქართული სათვისტომოს კულტურული მოღვაწეობაც. დღეს ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ ჩვენი ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლით, რომელიც უკვე ათზე მეტი წელია არსებობს და რომელმაც დიდი წარმატება მოიხვეჭა მსმენელთა შორის. გამოსვლა კი ამ ანსამბლს მოსკოვის, და არა მხოლოდ მოსკოვის, მრავალ სასცენო მოედანზე უხდებოდა.
ფართოდ არის წარმოდგენილი საბავშვო თეატრალური შემოქმედებაც. 1994 წლიდან მოქმედებს საბავშვო თეატრალური სტუდია, რომელიც ფაქტობრივად მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრად გადაიქცა.
ჩვენი სათვისტომოს წევრები აქტიურად მონაწილეობენ მოსკოვის საზოგადოებრივსა და პოლიტიკურ ცხოვრებაში დ გამოდიან ტელევიზიით, რადიოში, მონაწილეობენ ”მრგვალ მაგიდებში”, კონფერეცნიებსა და ყრილობებში, რომელთა ორგანიზატორები არიან სხვადასხვა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები.
სათვისტომოსთან გახსნილია ბიბლიოთეკა, რომელსაც დღეისათვის გააჩნია წიგნების საკმაოდ დიდი ფონდი და უნდა აღინიშნოს, რომ მისი მკითხველთა რიცხვი განუხრელად მატულობს. სამკითხველო დარბაზში, თუმც კი არარეგულარულად, შეიძლება გაეცნოთ ახალ ქართულ გაზეთებსაც.
სულ ახლახანს ჩამოყალიბდა ესთეტიკის, კულტურისა და ხელოვნების ცენტრი. მის ფარგლებში მუშაობას შეუდგა საბავშვო ”ზღაპრების თეატრი”, სადაც ძირითადად პატარები მონაწილეობენ. მოქმედებს თეატრი უფრო მოზარდი ბავშვებისთვისაც.
ვისაც სურს დაეუფლოს ლამაზ ქართულ ცეკვებს, ვიწვევთ სპეციალურ წრეში.
დღეს პირველ ნაბიჯებს დგამს ჯაზის მოყვარულთა კლუბიც.
ჩვენს არც თუ ისე დიდ კამერულ დარბაზში მუდმივად ეწყობა კონცერტები, ლიტერატურული საღამოები, შეხვედრები, დილის საბავშვო წარმოდგენები, აქვე აღვნიშნავთ სათვისტომოსა და მისი წევრების ცხოვრების სხვადასხვა საზეიმო |